ნორვეგიელმა რეჟისორმა 2011 წელს კუნძულ უტოიაზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ ფილმი გადაიღო

ნორვეგიელმა რეჟისორმა ერიკ პოპემ 2011 წელს, კუნძულ უტოიაზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ ფილმი გადაიღო. რეჟისორი აცხადებს, რომ ფილმის გადაღება მას იმ ფაქტმა უბიძგა, რომ ადამიანებმა ამ ტრაგედიის დავიწყება დაიწყეს და ასევე უნდოდა ყველასთვის შეეხსენებინა, თუ რას ნიშნავს ექსტრემიზმი.
პოპეს ფილმი ბერლინის 68-ე კინოფესტივალის ძირითად პროგრამაში შევიდა. ფილმი „უტეია, 22 ივლისი“ 72 წუთი გრძელდება. სწორედ ამდენი ხანი გაგრძელდა ნაციონალისტ ანდერს ბრეივიკის მიერ მოწყობილი ჟლეტა კუნძულზე, რასა სამოცზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასზე მეტი ადამიანი დაიჭრა.
ფილმი ერთი დუბლით არის გადაღებული. რეჟისორის თქმით, წლებთან ერთად ადამიანების მეხსიერებიდან ტრაგედიის დეტალები იშლება, იმის მიუხედავად, რომ უამრავი დისკუსია გაიმართა. „მე ვმსჯელობდი და ვხვდებოდი იმ ახალგაზრდებს, რომლებიც კუნძულზე გადარჩნენ და ისინი იზიარებდნენ ჩემს ემოციებს. თუ კი ევროპას ახლა შევხედავთ, მივხვდებით, რომ ექსტრემისტული მოძრაობები იზრდება და ჩვენ უნდა გვახსოვდეს რა მოხდა ამ კუნძულზე და სადამდე მივყავართ მემარცხენე ექსტრემიზმს.“-აღნიშნავს ერიკ პოპე.
რეჟისორის თქმით, თვითმხილველები ეხმარებოდნენ მას სცენარის დაგეგმვაში და გადაღებების დროს, მაგრამ ისტორია, რომელიც ფილმშია მოთხრობილი, მთლიანად მოგონილია, რაც ეთიკური მოსაზრებებით არის გამოწვეული, რადგან რომელიმე მსხვერპლმა არ იმკითხაოს, არის თუ არა ეს რომელიმე მისი ნაცნობის ისტორია.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 11 ივლისს ანდრეს ბრეივიკმა ჯერ ოსლოს სამთავრობო კვარტალში აფეთქება მოაწყო, შემდეგ კი კუნძულ უტეიაზე მდებარე ახალგაზრულ ბანაკში სროლა დაიწყო, რის შედეგადაც 69 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის იყო 23 წლის ქართველი სტუდენტი თამთა ლიპარტელიანი. ნორვეგიის სასამართლომ მას 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები