ლონდონის პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 2 არასრულწლოვანი დააკავა

“BBC”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის პოლიციამ, თინეიჯერი ბიჭის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 2 არასრულწლოვანი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, თინეიჯერი ბიჭი “ვალენტინობის დღეს” სამხრეთ ლონდონში დაჭრეს, რომელიც მძიმე ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
პოლიციის ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმინატილი ორივე ახალგაზრდა 17 წლისაა.
როგორც ლონდონელი სამართლდამცველები აცხადებენ, დაკავებულებს, მკვლელობის გარდა ძარცვაც ედებათ ბრალად.
“BBC”-ის ინფორმაციით, მათი სასამართლო პროცესი “Barkingside Magistrates” სასამართლოში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები