ინდოეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მანქანაში ააფეთქეს

ინდოეთის აღმოსავლეთში, შტატ მეგჰალაიში, ავტომანქანის აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსიცაა. ინციდენტი ორშაბათს ღამით მოხდა. აფეთქების დროს ავტომობილში შტატის საკანონმდებლო ორგანოს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკოსი ჯონატან სანგმა, მისი მძღოლი და პოლიციის ორი თანამშრომელი იმყოფებოდა.
შტატის პოლიციაში აცხადებენ, რომ აფეთქების შედეგად მანქანას მაქსიმალური ზიანი მიადგა და ყველა პირი ადგილზე დაიღუპა. გამოძიებას მიაჩნია, რომ აღნიშნული აფეთქების უკან, ერთ-ერთი ექსტრემისტული დაჯგუფების წევრები დგანან, რომლებსაც ინდოეთის შემადგენლობიდან, აღნიშნული შტატის გასვლა სურთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები