ისრაელის მიერ ღაზას სექტორში განხორციელებულ თავდასხმას 2 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა

პალესტინის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ღაზაში “ჰამასზე” ისრაელის მიერ განხორციელებულ თავდასხმას, 2 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც “worldbulletin.net” იუწყება, პალესტინის უსაფრთხოების ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ისრაელის არმიამ “ჰამასის” შეიარაღებულ ძალებში შემავალი 6 სამიზნე გაანადგურა.
ისრაელის სამხედრო ძალების წარმომადგენლები მომხდარ ფაქტს გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ სამხრეთ ისრაელის საზღვართან, პატრულირების დროს მომხდარი აფეთქების შედეგად, 4 სამხედრო დაიჭრა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა “ჰამასმა” აიღო.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ისრაელის მიერ, ღაზას ტერიტორიაზე 51-დღიანი შეტევისა და თავდასხმის დროს, 2300 პალესტინელი დაიღუპა, ათასობით კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები