აღმოსავლეთ ღუტაში საჰაერო და სახმელეთო თავდასხმას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

“worldbulletin.net”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ასადის მიერ, აღმოსავლეთ ღუტაში არსებულ ოპოზიციურ ჯგუფზე თავდასხმას, 9 უდანაშაულო მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, სირიის სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფის განცხადებით კი, დაღუპულთა შორის 4 ბავშვია.
გავრცელებული ინფორმაციით, არტილერიული თავდასხმა საცხოვრებელ სახლებზეც განხორციელდა, რის შედეგადაც 4 სამოქალაქო პირი დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ ღუტაში, თურქეთის, ირანისა და რუსეთის დეესკალაციის ზონებია, სადაც ყველანაირი თავდასხმა აკრძალულია.
აკრძალვის მიუხედავად, სირიის მთავრობა, საცხოვრებელ ტერიტორიებზე თავდასხმას მაინც აგრძელებს, გასული წლის 29 დეკემბერს, სირიის მიერ განხორციელებულ თავდასხმას, 539 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2000-ზე მეტი კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები