სიღნაღის მუნიციპალიტეტში სამი წლის წინ მოწყობილი სკვერი დააზიანეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში სკვერი დააზიანეს. ადგილობრივების თქმით, სკვერში მოპარულია რკინის კარი, დაზიანებულია ღია სცენა და ღამის განათების სისტემა, ქვით ჩამტვრეულია მეტალოპლასტმასის ძვირადღირებული კარებები და ფანჯრები. ინფორმაციას knews-ი ავრცელებს.

,,სკვერი სულ სამი წელია გაკეთდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რაზედაც დაიხარჯა დაახლოებით 40 ათას ლარამდე. 3 წელიწადში განადგურდა სკვერი”, – თქვა ნუკრიანის მცხოვრებმა, მაია ბიძინაშვილმა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სკვერს  ზედამხედველი არ ჰყავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები