თურქეთში დაკავებული გერმანელი ჟურნალისტი, ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს

“CNN”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთში ერთი წლის წინ დაკავებული გერმანელი ჟურნალისტი დენის იუსელი, დღეს გაათავისუფლეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ჟურნალისტის გათავისუფლება ანკარასა და ბერლინს შორის ურთიერთობას გააუმჯობესებს.
„Thelocal.de“-ის ინფორმაციით, გერმანიის საგარო საქმეთა მინისტრმა, ჟურნალისტის გათავისუფლება დაადასტურა და აღნიშნა, „ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მას ქვეყნის დატოვების ნებას დართავენ“.
მომხდარ ფაქტს თურქული მედიაც გამოეხმაურა. მათ განაცხადეს, რომ გერმანელი ჟურნალისტი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი გაზეთ „Die Welt“-ის თანამშრომელი იყო, რომელიც „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ პროპაგანდის გავრცელებაში დაადანაშაულეს, მას შემდეგ, რაც თურქეთის მთავრობამ „ქურთისტანის მუშათა პარტია“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა.
დენის იუსელი გასული წლის 14 თებერვალს დააკავეს, რამაც ბერლინსა და ანკარას შორის ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები