პაკისტანის მთავრობა საუდის არაბეთში სამხედროებს გაგზავნის
პაკისტანელი სამხედროები, საუდის არაბეთში სამხედრო წვრთნას გაივლიან. ინფორმაციას სააგენტო „thenews.com.pk“ ავრცელებს.
როგორც თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პაკისტანელი სამხედროები, საუდის არაბეთის სამხედრო ინტერვენციას იემენში შეუერთდებიან.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სამხედროების გაგზავნის ძირითადი მიზანი, უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, „ისინი ქვეყნის გარეთ არ დასაქმდებიან“.
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საუდის არაბეთმა, იემენში დაგეგმილი სამხედრო კამპანიისთვის და ირანზე გავლენის მოსახდენად, პაკისტანის მთავრობას, საზღვაო ხომალდები და სამხედრო თვითმფრინავები სთხოვა.