აშშ-ში სკოლის მოსწავლეების მიმართ მუქარის შემცველი პოსტის ავტორი დააკავეს

აშშ-ის შტატ სამხრეთ კაროლინის პოლიციამ ერთი პირი დააკავა, რომელმაც სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც საუბარი იყო სკოლებში დაგეგმილი სროლის შესახებ. ამის შესახებ ადგილობრივი სამართალდამცველების ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
გუშინწინ, ქალაქ პარკლენდის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად, 17 ადამიანი დაიღუპა. მალევე, პოლიციამ ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე ნიკოლას კრუზი დააკავა. ოლქის შერიფის განცხადებით, ის რჩება საპატიმროში გირაოს გადახდის შედეგად გათავისუფლების გარეშე.
როგორც დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, სოციალურ ქსელებში გამოჩნდა პოსტი სახელწოდებით, „ფლორიდა 2 რაუნდი“, რომელსაც ნიღბიანი, შეირაღებული მამაკაცის ფოტო ახლავს თან. პოსტი სწრაფად გავრცელდა ინტერნეტში და მას დაემატა გამაფრთხილებელი წარწერა იმის შესახებ, რომ ფლორიდის სამხრეთში მშობლებმა ბავშვები სკოლებში არ გაუშვან. ბროუარდის ოლქის პოლიციამ გამოიკვლია პოსტის წყარო, რის შემდეგაც, სამხრეთ კაროლინის შტატის სამართალდამცველებმა მისი ავტორი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები