ეთიოპიის პრემიერ-მინისტრი, ანტისახელმწიფოებრივი პროტესტის გამო, თანამდებობას ტოვებს

ეთიოპიის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.
„foxnews.com“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰეილმერიამ დისალენმა თანამდებობის დატოვება, ანტისახელმწიფოებრივი პროტესტისა და ქვეყანაში არსებული კრიზისის ფონზე გადაწყვიტა.
პრემიერის განცხადებით, ქვეყნის განვითარებისა და კრიზის მოგვარებისთვის, მან ყვეელაფერი გააკეთა, თუმცა ეთიოპიის ქუჩებში მთავრობის წინააღმდეგ, საპროტესტო აქციები მაინც მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ეთიოპიაში საპროტესტო აქციები თვეების განმავლობაში მიმდინარეობს, რამდენიმე კვირის წინ მთავრობამ, ციხიდან 6500-ზე მეტი ოპოზიციონერი და ჟურნალისტი გაათავისუფლა, მას შემდეგ, რაც იანვარში პრემიერ-მინისტრი დემოკრატიის განვითარებისა და გაფართოვების შესახებ, სიტყვით გამოვიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეთიოპიის მთავრობა, „კრიტიკულ“ ჟურნალისტებსა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, განსხვავებული შეხედულებების გამო აპატიმრებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები