ავღანეთში 2017 წელს, 3,5 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

ავღანეთში, 2017 წელს თითქმის 3,5 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 7 ათასზე მეტი ადამიანი კი დაიჭრა. ამის შესახებ გაეროს ავღანეთის მისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია საუბარი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ავღანეთში, 2017 წელს, მთლიანობაში დაფიქსირებული იყო 10 453 დაზარალებული მშვიდობიანი მოქალაქე. ამასთან, ადამიანების უმრავლესობა თვითმკვლელი ტერორისტების მიერ დაიღუპა, ან ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების აფეთქებას შეეწირა.
ასეთი მაჩვენებლის კიდევ ერთი მიზეზი ანტისახელმწიფოებრივ და სახელმწიფო ძალებს შორის მომხდარი შეტაკებებია.
„თალიბანის“ და „აი-სი-სი“-ს მოქმედებებმა დაზარალებულების საერთო რაოდენობის 65 %-ის დაღუპვა ან დაშავება გამოიწვია.
2016 წელთან შედარებით, ავღანეთში სიკვდილიანობის ზრდა შეინიშნება, თუმცა დაფიქსირდა მოკლულ და დაშავებულ ბავშვთა ნაკლები ოდენობა:2017 წელს ავღანეთში 861 ბავშვი მოკლეს, ხოლო 2,318 დაიჭრა.
„მშვიდობიან მოქალაქეებს ავღანეთში ყოველდღიურად ხოცავენ – ავტობუსით მგზავრობისას, მეჩეთში ლოცვისას, მაშინ როცა უბრალოდ სამიზნე შენობასთან გაივლიან. ეს ადამიანები წლიდან წლამდე აგრძელებენ შიშში და საფრთხეში ცხოვრებას, მაშინ, როცა ისინი, ვინც მათ სიცოცხლეს ართმევს, დაუსჯელი რჩებიან“-განაცხადა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა ზეიდ რაად ალ ჰუსეინმა ანგარიშის კომენტირებისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები