ჩიკაგოში, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა პირმა, პოლიციელი მოკლა

ჩიკაგოში, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა მამაკაცმა, პოლიციის ოფიცერი მოკლა.
სამართლდამცველების განცხადებით, მათ დამნაშავე დაიჭირეს, თუმცა ამ დრომდე მისი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტს ჩიკაგოს პოლიციის უფროსი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ძალიან რთული დღეა ჩვენთვის“.
მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები