პაკისტანში, ავტოავარიის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში, სამგზავრი ავტობუსი მცირე ზომის ავტომობილს შეეჯახა, შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 20-მდე კი დაშავდა. ინფორმაციას „thenews.com.pk“ ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, დაზარალებულების გადაყვანა პროვინცია გუჯანვალას საავადმყოფოში განხორციელდა.
ინციდენტის დროს რამდენიმე ბავშვიც დაშავდა, თუმცა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, ავტოავარია სიჩქარის გადაჭარებების გამო მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები