სოლომონ პავლიაშვილი მსოფლიო ბანკის სატყეო მიმართულების პროექტების ხელმძღვანელს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მსოფლიო ბანკის (WB)  სატყეო მიმართულების პროექტების ხელმძღვანელს ტუკა კასტრენს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა  სატყეო სექტორში მმართველობის გაუმჯობესების შესახებ იმსჯელეს. ტუკა კასტრენმა მინისტრის მოადგილეს  სატყეო მიმართულებით მსოფლიო ბანკის პოზიცია და პერსპექტივები  გააცნო. მისივე განცხადებით  არსებობს შესაძლებლობები ამ სფეროში ახალი პროგრამების ინიცირებისა და განხორციელებისთვის.

2013-2017 წლებში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით და ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა პროექტი „სატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების პროგრამა ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტით მოცული აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის – მეორე ფაზა (ENPI FLEG II)“, რომელიც მიზნად ისახავდა ტყის მდგრადი მართვისა და დაცვის ხელშეწყობას.  პროგრამის ძირითადი მიმართულებები იყო სატყეო კანონმდებლობისა და პოლიტიკის გაუმჯობესება, ტყის რესურსებით მდგრადი სარგებლობის გაუმჯობესება, ტყის ინვენტარიზაციის ხელშეწყობა, სატყეო-სადემონსტრაციო კვლევები და შესაძლებლობების გაძლიერება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები