ნუკრი ქანთარია: ვისურვებდი სააკაშვილი ყოფილიყო მატროსოვის ციხეში

ვისურვებდი, მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო მატროსოვის ციხეში,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ გადაცემა “360 გრადუსი” სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქნით, სამართალი უნდა აღსრულდეს.
მიხეილ სააკაშვილს დღეს ძალიან კარგი გამოსავალი მოუძებნეს, კარგი საჩუქარი გაუკეთეს პოლონეთში გამგზავრებით, იქ გაძევებით, რადგან მისი რეიტინგი არ იზრდებოდა, პირიქით, მიდიოდა უკან. ასე რომ, მას ახლა სალაპარაკო ექნება და იქიდან პოლიტიკურ სარბიელს გაიგრძელებს მცირეოდენი ხნით. მე ვისურვებდი, მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო მატროსოვის ციხეში და ველოდები მას, იმიტომ, რომ სამართალი ამ მხრივ უნდა აღსრულდეს…
თუ სააკაშვილი პოლონეთში დაიდებს საბოლოოდ ბინას და იმოძრავებს იქ, მოხდება იქაც მოთხოვნის გაგზავნა. იცით, რომ მას აქვს მისჯილი, ის არ არის ეჭვმიტანილი, სასამართლო შემდგარია, ვერდიქტი უკვე გამოტანილია და ბუნებრივია, მას ელოდებიან აქ.

ჩვენ ვერ გავაგზავნით ნიღბიანებს, რომ მოიტაცონ იქიდან და წამოიყვანონ. საზღვარზე ამის გაკეთება ალბათ არ იქნება მიზანშეწონილი და ვერც მოხდება, მაგრამ ის, რომ ჩვენ არ აგვიღია ხელი და არ გვითქვამს, რომ იცით რა, მოდით როგორმე შეიფარეთ, შეინახეთ იმიტომ, რომ აქ არ გვაწყობს, ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული. არავის აქ არ აეშინია მისი, პირიქით მისი გამოჩენა ძალიან დიდ მობილიზაციას ახდენს ჩვენს ელექტორატში“, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები