ახალციხეში რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურა ახალციხეში რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე პასუხისგებაში ოთხი ადამიანი მისცა, მათგან სამს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, ერთის საქმე კი სასამართლოს არსებითი განხილვისთვის გადაეცა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

კერძოდ, პასუხისგებაში მიეცნენ: ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილი სპეციალისტები: გია ქასრაშვილი და რევაზ მერაბიშვილი, ასევე, შპს „მესხეთ ავტოგზას“ დირექტორი თამაზ პეტაშვილი და შპს „ნიუპროჯექტის“ ყოფილი თანამშრომელი ნოდარ ბალახაშვილი.

გამოცემის ცნობით, 2013 წელს, შპს „არალის“ დირექტორმა ოთარ თათეშვილმა ახალციხეში რვა ქუჩა მოაასფალტა (სარაჯიშვილის, ხაშურის, მარჯანიშვილის, წმინდა დავითისა და კონსტანტინეს, პეტრიწის, გვარამაძის, სააკაძის და მებაღიშვილის), რაშიც თათეშვილმა 130 000 ლარი მიითვისა.

ირკვევა, რომ ქუჩებზე ნაკლები მოცულობისა და სისქის ასფალტი დაიგო, ფორმა ორში კი, ანუ დოკუმენტში რომელიც შესრულებულ სამუშაობს ასახავს, გაზრდილი მოცულობები შეიტანეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში რვა ქუჩის მოასფალტების პროექტზე შედგენილ ფორმა ორს ხელი ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილმა თანამშრომლებმა გია ქასრაშვილმა და რეზო მერაბიშვილმა მოაწერეს. მათ ბრალი სამსახურებრივ გულგრილობაში ედებათ, და ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები