ადვოკატი: დოდო გუგეშაშვილმა გამოძიებას მკვლელის სახელი უთხრა

დოდო გუგეშაშვილმა გამოძიებას მკვლელის სავარაუდო სახელი უთხრა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს გუგეშაშვილის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, მკვლელი დაქირავებული “ქილერია”.
ადვოკატის თქმით, გუგეშაშვილს მკვლელი მანამდე რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი და მას, სავარაუდოდ, ჰქვია “ზურა”.

7 თებერვალს დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. მასთან ერთად ესროლეს მის შვილს, 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილს, რომელიც ადგილზე დაიღუპა.

დოდო გუგეშაშვილის ვაჟს, გრიგოლ გუგეშაშვილს, სავარაუდოდ, ხუთშაბათს დაკრძალავენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს გუგეშაშვილის მეგობარმა დავით მუხიგულმა განუცხადა.

შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები