„მიხეილ სააკაშვილი სამზარეულოდან ცდილობდა გაქცევას, თუმცა ვერ მოასწრო“ – რესტორნის თანამშრომელი

0

რესტორან “სულუგუნის” ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, როდესაც რესტორანში ფორმიანი პირები შევიდნენ, მიხეილ სააკაშვილი სამზარეულოდან ცდილობდა გაქცევას, თუმცა ვერ მოასწრო.
მისი თქმით, დაკავების დროს სააკაშვილი ყვიროდა.
„ის კიბეებიდან ჩამოიყვანეს. ვერაფრის გაკეთება მოასწრო“, – ამბობს რესტორან “სულუგუნის” ​თანამშრომელი.
შეგახსენებთ, რომ დღეს კიევში მდებარე რესტორან „სულგუნში“ ნიღბიანმა პირებმა მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ის სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა დააკავა.

კომენტარები

კომენტარი