მიხეილ სააკაშვილს, სავარაუდოდ, იმ ქვეყანაში დააბრუნებენ, საიდანაც იგი უკრაინაში შევიდა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს, სავარაუდოდ, იმ ქვეყანაში დააბრუნებენ, საიდანაც იგი რამდენიმე თვის წინ უკრაინაში შემოვიდა.
„იყო სამი მიკროავტობუსი. როგორც ამოიცნეს, ეს იყო საემიგრაციო სამსახური, ასევე, პერიმეტრს იცავდა ნაწილობრივ პოლიცია, რამდენადაც თვითმხილველები ამბობენ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი აეროპორტისკენ წაიყვანეს. ასევე, არის ინფორმაცია, რომ დეპორტი იქნება მესამე ქვეყანაში, ანუ იმ ქვეყანაში, საიდანაც შემოვიდა ” – განაცხადა დეკანოიძემ.
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე საათის წინ უკრაინაში დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 10 სექტემბერს, საქართველოს ექსპრეზიდეტი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის რადას დეპუტატებთან ერთად, პოლონეთიდან უკრაინაში ავტობუსით ჩავიდა.
თუმცა, მესაზღვრეები საზღვარზე არ უშვებდნენ.
ოდნავ მოგვიანებით, იმავე დღეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მხარდამჭერებმა უკრაინის საზღვარზე გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები