კახა კალაძე: ტაქსების რეგულაციები სამუშაო ადგილების შემცირებას არ გამოიწვევს

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ტაქსების რეგულაციები სამუშაო ადგილების შემცირებას არ გამოიწვევს. კალაძის განცხადებით, ვისაც სურვილი აქვს, რომ იმუშაოს, მას ექნება ამის საშუალება, ოღონდ რეგულაციები დაწესდება.

“ტაქსების რეგულაციებს რაც შეეხება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იქნება ეტაპობრივი ცვლილებები. პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის რეგისტრაცია, იმისთვის რომ ვიცოდეთ, თუ რა რაოდენობის ტაქსია დღეს დედაქალაქში. დღეს არანაირი კვლევა არ არსებობს და არანაირი ციფრები არ არის იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ტაქსი დადის დედაქალაქში, შესაბამისად, მათი დარეგისტრირება არის აუცილებელი. შემდეგ ეტაპზე მომდევნო წლებში შემოვა რეგულაციები, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ მოწესრიგებული იყოს ტაქსი, ტაქსით მგზავრობა როგორც ეს ხდება ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში”, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, პარლამენტში უკვე გადაგზავნილია კანონპროექტი და უახლოეს მომავალში ამაზე მუშაობა დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები