თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, გიორგი ბრწყინვალეს და პეტრე იბერის ქუჩების მცხოვრებლებს, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფერმწერთა ქუჩის მცხოვრებლებს, 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქავთარაძის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს;
სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სადგური ლილოს მცხოვრებლებს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის მცხოვრებლებს;
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კონსტიტუციის, ჯავახიშვილის, ტოვსტონოგოვის, 26 მაისის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები