გიორგი ხატიძე: ეფექტიანი სასამართლო სისტემა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს ფორმირებაში

ეფექტიანი სასამართლო სისტემა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს ფორმირებაში,-ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა გიორგი ხატიძემ განაცხადა.

“უდავოდ მისასალმებელია ის ფაქტი, რომ კვლევითი ცენტრის The Heritage Foundation-ის ანგარიშის მიხედვით საქართველოს სასამართლო სისტემა ეფექტიანობის კრიტერიუმით ევროპის საუკეთესო ოცეულში მეთვრამეტე ადგილზეა.

ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია უცხოელი ინვესტორებისთვის, რომელთაც ჩვენ ქვეყანაში მეტი ინვესტიციების შემოტანა და მეტი კაპიტალდაბანდების განხორციელება სურთ,- განაცხადა ხატიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები