სოზარ სუბარი მუხთარლის განცხადებაზე: ტყუილების მოგონება არავის ეკადრება, მითუმეტეს ჟურნალისტს

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოდან მის გატაცებაზე პასუხისმგებლობა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ეკისრება. როგორც მან აღნიშნა, ტყუილების მოგონება არავის ეკადრება და მითუმეტეს ჟურნალისტს, რომელსაც ჟურნალისტურ გამოძიებებზე აქვს პრეტენზია.
სოზარ სუბარის შეფასებით, აფგან მუხთარლის განცხადებები არასერიოზულია და მისი ბრალდებები გასცდა იმ საზღვარს, რომელშიც სჯობდა, რომ დარჩენილიყო.
„რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოხვდა საზღვარზე, ამის გარშემო არის ბევრი კითხვა, რომელსაც გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. დღისით, მზისით რომ ქალაქის ცენტრში გადაცემა ხდება, შეუძლებელია, ამ ფაქტს არ ჰყავდეს რამდენიმე მოწმე მაინც, შესაბამისად, ეს რომ მართლა მომხდარიყო, გატაცება თბილისის ცენტრიდან, ფორმიანი ადამიანებისგან, ეს არის აბსურდი და შესაბამისად, მუხთარლის ბრალდებები უკვე გასცდა იმ საზღვარს, რომელშიც სჯობდა, რომ დარჩენილიყო“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები