“ბურჭულაძე თბილისში ცხოვრების ხარჯებს საქველმოქმედო ფონდიდან ფარავდა”

“პაატა ბურჭულაძე, მშობლიურ ქალაქში, თბილისში ყოფნის დროს ქირაობდა მაღალი კლასის სასტუმროებს, სადაც განთავსდებოდა ღამისთევისთვის, – ამის შესახებ “იავნანას” საქმის პროკურორმა, მაია ჯვარშეიშვილმა საქალაქო სასამართლოში განაცხადა.
მისივე თქმით, საუბარია სასტუმროს ხარჯების ანაზღაურებაზე, თბილისში, პაატა ბურჭულაძის მშობლიურ ქალაქში, სადაც ფონდის მიერ გახარჯულია 40 ათას ლარზე მეტი, სასტუმროს ხარჯების ასანაზღაურებლად, მაშინ, როდესაც პაატა ბურჭულაძე თბილისშიც ფლობს უძრავ ქონებას.
მაია ჯვარშეიშვილმა აღნიშნა, რომ ასევე ფონდ “იავნანას” თანხებითაა დაფინანსებული ბურჭულაძისა და მისი მეუღლის მგზავრობის ხარჯები.
“სამწუხაროდ, გამოძიების ინტერესი, შეიძლება ითქვას, რომ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. იმიტომ, რომ ნაწილ კითხვებზე ჩვენ ვერ მივიღეთ დამაჯერებელი და ამომწურავი პასუხები. შემიძლია დაგისახელოთ რამოდენიმე ნაწილი, რომელზეც ვფიქრობ, რომ დამაჯერებლობა აკლდა.
ბატონი პაატა ბურჭულაძე, საკუთარ ქალაქში, თბილისში ყოფნის დროს ქირაობდა მაღალი კლასის სასტუმროებს, სადაც განთავსდებოდა ღამის თევისთვის.
ასევე, ფონდის თანხებითაა ანაზღაურებული ბატონი პაატას და მისი მეუღლის მგზავრობის ხარჯები, რაც ჩვენი აზრით ამ ეტაპზე ამ საკითხებზე პასუხები ამომწურავად არ ყოფილა გაცემული. საბოლოო ჯამში დაკითხვამ საკმაოდ კორექტულად ჩაიარა.
რაც შეეხება შემდგომ გადაწყვეტილებებს, შეფასდება საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში.
რაც შეეხება განმეორებით დაკითხვას, ამ ეტაპზე საუბარია, რომ არსებული კითხვები ჩვენ მიერ დაისვა და იმ შემთხვევაში თუ გამოძიებას შემდგომი ეტაპისთვის გაუჩნდება დამატებითი კითხვა, შესაძლოა მან კვლავ გასცეს კითხვებს პასუხი, ადეთი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეიძლება კვლავ დადგეს ბურჭულაძის დაკითხვის საჭიროება”, – განაცხადა მაია ჯვარშეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ, ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო.
პაატა ბურჭულაძემ საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე უარი განაცხადა და ჩვენების მიცემა სასამართლოში ისურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები