„ირანის მოქალაქის მკვლელობა მომზადების ეტაპზე აღიკვეთა და ის არ განხორციელებულა“

„ირანის მოქალაქის მკვლელობა მომზადების ეტაპზე აღიკვეთა და ის არ განხორციელებულა“ – ამის შესახებ შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ დავით ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, დღეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიიის დეპარტამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან და მთავარ პროკურატურასთან ერთად გატარებული ღონისძიებების შედეგად დააკავა ირანის რესპუბლიკის მოქალაქე მკვლელობის მომზადების ბრალდებით.
“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული მოქალაქე ამზადებდა ასევე ირანის რესპუბლიკის მოქალაქის მკვლელობას, რისთვისაც იხდიდა 5 500 ამერიკულ დოლარს. მას განზრახული ჰქონდა აღნიშნული თანხის ნაწილი გადაეცა თავიდან, ხოლო დანარჩენი შეკვეთის შესრულებისას. მკვლელობა არ განხორციელებულა, რადგან ჩავერიეთ დროულად და მოვახდინეთ აღნიშნული დანაშაულის აღკვეთა”, – განაცხადა ლაცაბიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები