თბილისის ცენტრში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ამ წუთებში, თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
დაკავებულია ერთი პირი, ის ირანის მოქალაქეა. მასთან ერთად იმყოფება თარჯიმანი და ადვოკატი.
მეზობლების ინფორმაციით, მათთვის უცნობია თუ ვინ ცხოვრობდა მათ სიახლოვეს.
ამ წუთებში, ლერმოტოვის ქუჩა გადაკეტილია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
დაკავებულის პირადი ჩხრეკვისას ამოღებულია მისი პირადი ნივთები და ცივი იარაღი. რომელიც ამ დროისათვის დალუქულია.
ცნობისათვის, ლერმონტოვის ქუჩაზე სპეცოპერაცია ერთი საათის წინ დაიწყო.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს ოფიციალურ განცხადებას რამდენიმე წუთში გაავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები