„ნოდარის დაკრძალვის დღე ვერ გადავწყვიტეთ, იქნებ დოდომაც შეძლოს დასწრება“ – რას აცხადებს დოდო გუგეშაშვილის მეგობარი
დოდო გუგეშაშვილის მეგობარი კაკო ვაშაკიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დოდო გოუგეშაშვილსა და მის შვილს თითქოს, რამდენიმე პირი დაესხა თავს და ერთ–ერთი თავდამსხმელი დაიჭრა, ვერ ადასტურებს.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ ჭორის დონეზე განიხლება ესა თუ ის ვერსია.
„არავის არაფერი დაუნახავს და რაზე დაყრდნობით ვრცელდება ეს ინფორმაცია, ვერ ვხვდები. ანუ ის ვერსიები, რაც განიხილება, ყველაფერი ჭორის დონეზეა ამ ეტაპზე. შესაბამისად, დადასტურებულად ვერც ამ ვერსიაზე ვისაუბრებთ“– აცხადებს კაკო ვაშაკიძე.
მისივე თქმით, დოდო გუგეშაშვილი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
რაც შეეხება მოკლული ნოდარ გუგეშაშვილის დაკრძალვის თარიღს, კაკო ვაშაკიძის თქმით, დღე ჯერ არ დაკონკრეტებულა.
„ნოდარის დაკრძალვის დღე ჯერ ვერ გადავწყვიტეთ, ჯერ სამშაბათზე ვფქირობდით, მერე ხუთშაბათზე, ახლა ველოდებით, თუ რას იტყვიან ექიმები, თუ თქვეს, რომ დოდოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდება და ის შეძლებს დაკრძალვაზე დასწრებას, შეიძლება დაკრძალვა მომავალი კვირის შაბათამდეც გადავდოთ. ვითარებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ, რადიკალურ გადაწვეტილებას ჩვენ ვერ მივიღებთ“, – განუცხადა „კვირას“ კაკო ვაშაკიძემ.
შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს ნოდარ გუგეშაშვილს საცხოვრებელ ბინაში თავს დაესხნენ, რის შედეგად, ნოდარ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი დაიჭრა.