დიმიტრი ხუნდაძე: უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე ჩვენი ეროვნული დღესასწაულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს მოსახლეობას წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს და ივ.ჯავახიშვილის უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ულოცავს. დეპუტატი ყურადღებას ახალგაზრდების განათლებაზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ ქვეყნის განვითარების ერთადერთი გზა განათლებული თაობაა.

„მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს ჩვენი უდიდესი მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღე და ასევე, „ცოდნის ტაძრის” – ივ.ჯავახიშვილის უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე. საუკუნის წინ, ჩვენმა დიდმა მოაზროვნეებმა სწორედ დავითობის დღესასწაულზე დააფუძნეს უნივერსიტეტი – როგორც ძლიერი და განათლებული ქვეყნის სიმბოლო. ერთი საუკუნის მანძილზე სწორედ უნივერსიტეტი იყო ყველა ეროვნული პროცესის მოთავე. ყველა სიახლე ამ შენობიდან იწყებოდა და ქართული სახელმწიფოს გამარჯვებით სრულდებოდა. ამიტომ, უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე არა მხოლოდ ამ უნივერსიტეტის, არამედ, სრულიად საქართველოს ეროვნული დღესასწაულია. მჯერა, უნივერსიტეტი ღირსეულად გააგრძელებს წინაპრების დაწყებულ საქმეს. ეს არის უპირველეს ყოვლისა, ხარისხიანი განათლება ახალგაზრდებისთვის და ეროვნული აზროვნების შენარჩუნება. ქვეყნის განვითარების ერთადერთი გზა განათლებული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალი თაობაა. დღეს  ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ამ მიმართულებით გვაქვს.

მინდა ვუსურვო ჩვენს ქვეყანას ის, რაზეც ყველა ვოცნებობთ – დავითის საქართველო! ჰუმანური, მორწმუნე და სახელმწიფოზე ორიენტირებული ხალხი და ხელისუფლება”,- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები