შსს-მ სკოლის მოსწავლეების ჩხუბის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შს სამინისტრომ კერძო სკოლა „ლამპრის“ მე-10 კლასის მოსწავლის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილის 1-ლი ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, სკოლის მოსწვლეებს შორის მოხდა ინციდენტი, რა დროსაც ერთ-ერთმა მოსწავლემ მიიღო სხეულის დაზიანება და გადაყვანილია საავადმყოფოში.
ნაცემი მოსწავლე ამჟამად იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული და შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.
ამასთან, კლინიკის მიმღებ განყოფილებაში პატრულისა და კრიმინალური პოლიციის განყოფილების თანამშრომლები იმყოფებიან.
დაშავებული მოზარდის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ნაცემია და მას ტუჩი აქვს დაზიანებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები