„ლამპარის“ მე-10 კლასელი დაზიანებებით “იაშვილის” რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი

კერძო სკოლა „ლამპარის“ მე-10 კლასის მოსწავლე დაზიანებებით იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული , – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ კლინიკის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
მათივე თქმით, მოზარდი ამ წუთებში კლინიკის მიმღებ განყოფილებაშია მოთავსებული და შესაბამისი კვლევები უტარდება.
პარალელურად, კლინიკის მიმღებ განყოფილებაში, პატრულისა და კრიმინალური პოლიციის განყოფილების თანამშრომლები იმყოფებიან.
დაშავებული მოზარდის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ნაცემია და ტუჩი აქვს დაზიანებული.
მისივე თქმით, როგორც შვილმა უთხრა, მოზარდების ჩხუბს შეესწრო, რა დროსაც ერთ-ერთი ბიჭის ხელი მოხვდა და ტუჩი დაუზიანდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები