რატომ გადაიყვანეს მოსწავლე საავადმყოფოში და რატომ იჩხუბეს ბავშვებმა – სკოლის დირექტორის განმარტება

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, სკოლა „ლამპარის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ჩხუბში სკოლა „ლამპარისა“ და 12–ე საჯარო სკოლის უფროსკლასელები მონაწილეობდნენ.
როგორც „კვირას“ სკოლა „ლამპარის“ დირექტორმა დარეჯან ქადაგიძემ განუცხადა, ინციდენტი გაკვეთილების დასრულების შემდეგ მოხდა.
ნაცემია მეათე კლასის მოსწავლე, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
„გაკვეთილები რომ დამთავრდა, ეს ბავშვები გავიდნენ სკოლიდან და სკოლის გვერდით მოხდა ჩხუბი, ერთ–ერთ ბავშვს, როგორც ჩანს, დაარტყეს, ტუჩი ჰქონდა გახეთქილი. თქვა, რომ თავბრუსხვევები ჰქონდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ვარკვევთ სიტუაციას, რატომ მოხდა დაპირისპირება. ამ ეტაპზე არაფერი ვიცით, 12–ე სკოლის მოსწავლეები იყვნენ თუ არა, არც ეს ვიცი დაზუსტებით, უცხო ბავშვები იყვნენო, ასე მითხრეს “, – განუცხადა „კვირას“ სკოლის დირექტორმა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები