მერაბ კვირიკაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას, დარბაზში ადვოკატთან და მეგობრებთან ერთად ელოდება

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ქუთაისის შემოვლით გზაზე 2016 წელს მომხდარ ავარიაში ბრალდებული მორაგბის, მერაბ კვირიკაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს. ის სასამართლო დარბაზში ადვოკატთან და მეგობრებთან ერთად იმყოფება.
მორაგბეს სასამართლოს დაწყებამდე მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
მომხდარის გამო, მერაბ კვირიკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს გიორგი პაპასკირის დედა.
შეგახსენებთ, რომ 2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მორაგბის მეუღლე, ასევე 26 წლის გიორგი პაპასკირი, ნუცა კალანდარია და ანი ჩხაიძე ემსხვერპლნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები