აღსრულების კოდექსის პროექტის საჯარო განხილვები გრძელდება

სააღსრულებო კოდექსისა და სააღსრულებო სისტემის ახლებური მოწყობის პროექტი აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ ბიზნეს ომბუდსმენის აპარატისა და დისტრიბუტორი კომპანიების წარმომადგენლებს გააცნო.

შეხვედრაზე სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია იმ ნოვაციების შესახებ, რომლითაც ქართული სააღსრულებო სისტემა და აღსრულების ეროვნული ბიურო მეტად გამჭვირვალე და ეფექტური გახდება.

საკანონმდებლო ცვლილების ავტორების განცხადებით, ახალი კოდექსით ქვეყანაში თანამედროვე და ევროპულ სტანდარტებზე მორგებული სააღსრულებო სისტემა შეიქმნება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებისაგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი უკვე ერთ წელზე მეტია, ახალ სააღსრულებო კოდექსზე მუშაობს. კოდექსით დარეგულირდება სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული პროცედურები და სააღსრულებო მოქმედება; სახელმწიფო და კერძო აღმასრულებლის საქმიანობა და ყველა ის სააღსრულებო საკითხი, რომლებიც დღეს მოქმედი კანონით არ რეგულირდება. ახალი სააღსრულებო კოდექსის პროექტის ირგვლივ საჯარო განხილვები და მისი გაცნობა დაინტერესებული პროფესიული ჯგუფებისთვის კვლავ გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები