აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი ციხიდან ორი დღით გაათავისუფლეს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ციხიდან ორი დღით გამოუშვეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, აზერბაიჯანის პენიტენციურმა სამსახურმა, აღნიშნული გადაწყვეტილება ჟურნალისტის ახლო ნათესავების გარდაცვალების გამო, ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე მიიღო.
მათივე ინფორმაციით, აფგან მუხთარლი ზაქათალაში ნათესავების გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამართულ სამგლოვიარო რიტუალს, კერძოდ კი, გარდაცვლილთა ორმოცს დაესწრება.
გარდაცვლილები ჟურნალისტის დისშვილი და ძმისშვილები არიან. მათი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გასული წლის დეკემბრის ბოლოს გავრცელდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მათი გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვა გახდა.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის სასამართლომ აფგან მუხთარლის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა საზღვრის უკანონო კვეთის, კონტრაბანდისა და მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები