ბარათაშვილის ხიდთან, მტკვარში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს

ამ წუთებში თბილისში, ბარათაშვილის ხიდთან, მდინარე „მტკვარში“ სამაშველო-სამძებრო ღონისძიება მიმდინარეობს.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში განუცხადეს, სამძებრო ღონისძიება მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე დაიწყო.
„მოქალაქემ დარეკა 112-ში, სადაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ მდინარეში ადამიანი შენიშნა. მიღებული შეტყობინების საფუძველზე, სამაშველო ბრიგადებმა ძებნის ოპერაცია დაიწყეს, რომელიც ამ წუთამდე გრძელდება“ – აღნიშნეს სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები