ირაკლი ზარქუა:  2018 წლის ბოლომდე თბილისს 100-მდე ახალი ავტობუსი შეემატება

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა თბილისის მერის მიერ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებასა და ქალაქის გამწვანებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, 2018 წლის ბოლომდე თბილისის ავტოპარკის ასი ახალი ავტობუსით განახლება იგეგმება, რისთვისაც ბიუჯეტში დაახლოებით 50 მლნ ლარია გათვალისწინებული.

ირაკლი ზარქუა განმარტავს, რომ ავტობუსების შესაძენად ამჟამად რამდენიმე კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ქალაქის მთავრობის მთავარი კრიტერიუმები ამ შემთხვევაში არის ის, რომ ავტობუსები უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა, ეკონომიური და კომფორტული.

რაც შეეხება დედაქალაქის გამწვანების საკითხს, ირაკლი ზარქუას თქმით, გამწვანება მმართველი გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მისივე განცხადებით,  დღეს ქალაქის მთავრობის სხდომაზე 50-მდე ხის ჯიში დამტკიცდა,  რომლებიც დედაქალაქში არსებულ ჰავაზე არის ადაპტირებული. ირაკლი ზარქუას თქმით, თბილისის გამწვანება სწორედ ამ ჯიშის ხეებით იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები