გუგეშაშვილების მეზობელი: დოდომ კიბეებზე ჩამოსულ მამაკაცზე მიმითითა, რომ ის იყო მკვლელი

თადარიგის პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის მეზობლის ინფორმაციით, დაჭრილი გუგეშაშვილი მის კართან იყო წაქცეული და ამბობდა, რომ მას შვილი მოუკლეს. როგორც მეზობელმა აღნიშნა, დოდომ კიბეებზე ჩამოსულ მამაკაცზე მიუთითა, რომ ის იყო მკვლელი.
“აქ ეგდო დოდო კარებში, დავეხმარეთ მეზობლები, შიშველი იყო, სისხლის გუბეში. პირში წყალი ჩავასხი და შიშველი რომ იყო, საკუთარი წინდები, ჩუსტები ჩავაცვი. ამბობდა, შვილი მომიკლესო. კიბეზე ვინც ჩამოდიოდა, იმაზე თქვა, ჩემი შვილის მკვლელიაო. იმ კაცს მუქი ფერის ქურთული ეცვა და თავზე წამოცმული ჰქონდა ქუდი”,-ამბობს დოდო გუგეშაშვილის მეზობელი.
შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს, ნოდარ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან გუშინ დილით ესროლეს, რის შედეგადაც, შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი, ღუდუშაურის კლინიკაში მძიმე მდგომარეობაშია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები