რუსთავის მე-16 სკოლაში, მოსწავლეების მოწამვლის გამო, სანეპიდსადგურის თანამშრომლები სასმელ წყალს ამოწმებენ

რუსთავში, მე-16 საჯარო სკოლაში, მეშვიდე კლასის რვა მოსწავლის მოწამვლის გამო, ქალაქის სანეპიდსადგურის თანამშრომლები სასმელ წყალს ამოწმებენ, – ამის შესახებ „კვირას“ სკოლის დირექტორმა ირინა მელქაძე-გელაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, სკოლაში მოსწავლეების მოწამვლის გამო, სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.
დირექტორმა აღნიშნა, რომ მოზარდებს ადგილზე გაუწიეს სამედიცინო დახმარება და მშობლებმა ისინი სახლში წაიყვანეს.
„გაირკვა, რომ მე-7 კლასის 8 მოსწავლემ შენობაში სასმელი წყალი ერთდროულად მიიღო, რის შედეგადაც მუცლის ტკივილმა შეაწუხათ, გამოვიძახეთ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. მათ ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება მოზარდებს და მშობლებმა ისინი სახლში წაიყვანეს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოსწავლეები სასმელი წყლის მიღების შემდეგ მოიწამლნენ. მომხდარის შესახებ ინფორმაცია მივაწოდე განათლების სამინისტროს, რუსთავის მერიას და რუსთავის სანეპიდსადგურს. ამ წუთებში, სასმელი წყლის სინჯები აიღეს, რათა ლაბორატორიაში შეამოწმონ“ – აღნიშნა სკოლის დირექტორმა „კვირასთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, მოსწავლეების მოწამვლის ფაქტი სხვა კლასებში არ დაფიქსირებულა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები