რიკოთის უღელტეხილზე თბილისისკენ მიმავალი ავტობუსი დაიწვა

რიკოთის უღელტეხილზე დასავლეთიდან თბილისისკენ მიმავალი სამგზავრო ავტობუსი დაიწვა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მგზავრებმა ავტობუსის დატოვება დროულად შეძლეს.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა სამგზავრო ავტობუსის დაწვის მიზეზი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები