კახა კალაძე: მიმდინარე წელს, თბილისს 100 ახალი ავტობუსი შეემატება

დედაქალაქს მიმდინარე წელს ასი ახალი ავტობუსი შეემატება, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, თანხა ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია.
„აუცილებელია, ახალი ევროპული სტანდარტის ავტობუსების შემოყვანა, არსებულმა ყვითელმა ავტობუსებმა ყველანაირი რესურსი ამოწურა. ჩვენ ვამბობთ, რომ ოთხი წლის განმავლობაში სრულად ჩავანაცვლებთ არსებულ ავტოპარკს 700 ახალი ავტობუსით. ბიუჯეტში უკვე გამოვნახეთ შესაძებლობა, რომ წელსვე შემოვიყვანოთ სულ მცირე 100 ახალი ავტობუსი”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მერის განმარტებით, ახალი ავტობუსების შემოყვანა ქალაქში არსებულ მძიმე ეკოლოგიურ სიტუაციას ნაწილობრივ შეამსუბუქებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები