ლაბორატორიის სპეციალისტები მოლდოველ კოლეგებს ცოფის ახალი კვლევის დანერგვაში ეხმარებიან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტები მოლდოველ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.  გერმანიის ფიზიკურ-ტექნიკური ფედერალური სამსახურის (PTB) პროექტის ფარგლებში, ქართული მხარე მოლდოველებს ცოფის კვლევის ახალებური მეთოდის დანერგვაში უწევს დახმარებას. ახალი მეთოდი საშუალებას იძლევა ცოფის კვლევა ჩატარდეს მოლეკულურ (დნმ-რნმ-ის) დონეზე, რაც მნიშვნელოვანია, სამომავლოდ ვირუსის შესწავლის, ანალიზის, პრევენციისა და კონტროლის მძლავრი მექანიზმის შექმნაში.

 „აქაური ლაბორატორიის აღჭურვილობა და  სპეციალისტების კვალიფიკაცია ახალ მეთოდიკებში გაცილებით მაღალია, ვიდრე ჩვენს ლაბორატორიაში. ამიტომ, ჩვენ ვითხოვეთ დახმარება, ჩვენს კოლეგებს გაეზიარებინათ გამოცდილება, იმისათვის, რომ მოლდოვაშიც მსგავსი სახის და მეთოდიკის დანერგვა შევძლოთ. ვფიქრობ, ამ სწავლებების შემდეგ, ეს უკვე შესაძლებელი იქნება“,- განაცხადა მოლდოვას ცენტრალური სადიაგნოსტიკო ცენტრის ვირუსოლოგმა აქსანა გროზამ.

ინტენსიური სწავლებების შედეგად მოლდოვას ცენტრალური სადიაგნოსტიკო ცენტრის თანამშრომლებს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა მიეწოდებათ. სწავლების მეთოდი მოიცავს სრულ ციკლს – ნიმუშის მიღებიდან პასუხის გაცემამდე – პროცედურებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები