დოდო გუგეშაშვილმა ოპერაციამდე შვილი მოიკითხა და უთხრეს რომ ცოცხალია

შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის ახლობლის, ვეტერანი სამხედროს, მალხაზ თოფურიას განცხადებით, მან დოდო გუგეშაშვილი მოატყუა, რომ მისი გარდაცვლილი შვილი ცოცხალია. როგორც მან აღნიშნა, გუგეშაშვილმა ოპერაციამდე თავისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოიკითხა.
“სანამ პალატაში გადაიყვანდნენ, მე საუბარი მქონდა დოდო გუგეშაშვილთან, საავადმყოფოში მომეცა ამის საშუალება, თუმცა ჯობდა ეს არ გამეკეთებინა. იმიტომ, რომ შვილის მდგომარეობა მოიკითხა და მე ვიცრუე, ვუთხარი რომ საოპერაციოშია. ახლა არ ვიცი გაიგო თუ არა, მაგრამ ოპერაციამდე ის ამ საკითხზე ინფორმირებული არ იყო”,- განაცხადა მალხაზ თოფურიამ.
შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს, ნოდარ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დღეს დილით ესროლეს, რის შედეგადაც შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი, მძიმე მდგომარეობაშია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები