ფარავნის უღელტეხილზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქი და ყინვა), შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 ფარავნის უღელტეხილზე იკრძალება მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია დილის 08:00 სთ-დან საღამოს 20:00 სთ-მდე.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები