გიორგი მარგველაშვილი: ქართული საზოგადოება რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაში ჯერ-ჯერობით მოგებულია

“ქართული საზოგადოება, მათ შორის, მედიის აქტიური მუშაობის შედეგად, რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაში, ჯერ-ჯერობით არის მოგებული”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გორში, ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურისა და მედეგობის თემაზე მიმდინარე სტრატეგიულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან განსაკუთრებული ყურადღება, ქართული მედიის როლზე, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში გაამახვილა.
“დამოუკიდებლობის პირველი დღიდან საქართველოს არ ჰყოლია ხელისუფლება, რომელიც არ იქნებოდა ქვეყნის ძირითადი ინტერსების სამსახურში და არ იქნებოდა ევროპული და ევროატლანტიკური ორიენტაციის მომხრე. ეს არის ის ფაქტორი, რომელიც ჩვენ ისტორიულ რეალობას წარმოადგენს. თუ სადმე ეფექტური უნდა ყოფილიყო რუსული პროპაგანდა, უნდა ყოფილიყო პოსტსაბჭოთა სივრცეში და იმ ქვეყანაში, რომელიც ყველაზე მეტად იყო დაპირისპირებული მოსკოვთან და იმასთან, რისი პროპაგანდაც უნდოდა საბჭოთა კავშირის დაშლის მერე რუსულ პოლიტიკურ ელიტას. ქართული საზოგადოება, მათ შორის, მედიის ძალიან აქტიური მუშაობის შედეგად, ამ პროპაგანდასთან ბრძოლაში, ჯერ-ჯერობით არის მოგებული”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები