“საზმაუს” საბჭოს წევრი: იურისტები ამბობენ, რომ ვინც თანხა აიღო, მანვე უნდა დააბრუნოს

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ქეთევან მსხილაძე საბჭოს ყოფილი წევრის ლელა გაფრინდაშვილის ჰონორარის საკითხზე არსებულ დისკუსიას ეხმაურება.
მისი თქმით, იურისტები ამბობენ, რომ ვინც თანხა აიღო, მანვე უნდა დააბრუნოს.
„ვისაც თანხა აქვს მიღებული, იმან უნდა დააბრუნოს – ასე ამბობენ იურისტები და ფინანსური სამსახური. ლელა სანამ წავიდოდა, მანამ გამოხატული იქნა სურვილი, კეთილი ნება, რომ მომავალში შესაძლოა, გაგრძელებულიყო თანამშრომლობა და მას შემდეგ, მე არაფერი ამის შესახებ არ მსმენია, არც იმ შეხვედრების შესახებ ,“ – აცხადებს ქეთევან მსხილაძე.
სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2015-2016 წლებში
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ყოფილი წევრი ლელა გაფრინდაშვილი 5 თვის განმავლობაში ზედმეტ ჰონორარს უსაფუძვლოდ იღებდა იმ დროს, როდესაც მაუწყებელში საერთოდ აღარ მუშაობდა.
თანხამ, ჯამში, 12 800 ლარი შეადგინა, რომელიც აუდიტის ცნობით, უკან დაბრუნებას ექვემდებარება. სახელმწიფო აუდიტმა ჰონორარის მიღების ფაქტზე პროკურატურას შესაბამისი დოკუმენტაციით უკვე მიმართა.
ლელა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ სამეურვეო საბჭოს წევრის თანამდებობის დატოვების შემდეგ, ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში კვლევაზე მუშაობდა და ვარაუდობდა, რომ ჰონორარი სწორედ ამ საქმის გამო ერიცხებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები