სოფიო ქაცარავა კრისტი მორდჰორსტს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა საქართველოში აშშ-ს საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერს კრისტი მორდჰორსტს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სხვადასხვა მიმართულებით ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობა აღნიშნეს.

სოფიო ქაცარავამ სტუმარს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მუშაობის სპეციფიკა, პრიორიტეტები და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. საუბარი შეეხო ასევე, კომიტეტის ახალ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას, რომელიც დასრულების პროცესშია.

შეხვედრისას მხარეებმა ასევე, განიხილეს საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების საკითხები, რაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამერიკულმა მხარემ მზაობა გამოთქვა  დაეხმაროს როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს და ასევე, პარლამენტს საზედამხედველო საქმიანობის გაძლიერების და უფრო ეფექტურ განხორციელებისთვის.

შეხვედრის ბოლოს სოფიო ქაცარავამ და კრისტი მორდჰორსტმა კომიტეტის სამომავლო ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს. მათ შორის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან აშშ-ს ელჩის მომავალი შეხვედრა განიხილეს. ასევე, ყურადღება გაამახვილეს, სოფიო ქაცარავას ინიციატივით დაგეგმილ კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტი უმასპინძლებს და მიეძღვნება სტრატეგიულ კომუნიკაციებსა და დეზინფორმაციას საქართველოში.

„დღეს გამართულ შეხვედრაზე განვიხილეთ არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი. მათ შორის, საპარლამენტო ზედამხედველობა, სტრატეგიული კომუნიკაციები და გენდერული კვოტირება. შევთანხმდით, რომ მომავალში გავააქტიურებთ თანამშრომლობას ჩვენს კომიტეტსა და აშშ-ს საელჩოს შორის. მოხარული ვარ, რომ აშშ-ს მთავრობას გააჩნია დიდი ინტერესი საქართველოს პარლამენტის მიმართ და გვიწევს სხვადასხვა სახის დახმარებას მრავალი მიმართულებით”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები