სტამბოლში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 82 ადამიანი დააკავეს – მათგან 77 უცხო ქვეყნის მოქალაქეა

თურქეთში, სტამბოლში მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილი 82 ადამიანი დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულთაგან 5 თურქეთის, 77 კი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
რეიდები ერთდროულად 16 მისამართზე განხორციელდა.
ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული მასალებიც იპოვეს.
გამოძიების ვარაუდით, დაკავებულები სტამბოლში თავდასხმების მოწყობას დაჯგუფების სახელით აპირებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები