ირაკლი სესიაშვილი: ის, რაც გირგვლიანის მიმართ წინა ხელისუფლების მანქანამ ჩაიდინა, არასდროს უნდა განმეორდეს

„ყველა ვთანხმდებით, რომ ის, რაც გირგვლიანის მიმართ წინა ხელისუფლების მანქანამ ჩაიდინა, იყო აბსოლუტურად ყველასთვის მიუღებელი და ვფიქრობ, არ არის რთული, შევთანხმდეთ, რომ ეს აღარ უნდა განმეორდეს არასდროს, – ასე გამოეხმაურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ე.წ. გირგვლიანის შესწორებებზე.
„ის, რაც გვსურს, საზოგადოებას შევთავაზოთ და ერთგვარად იყოს სტანდარტი ჩვენი მოქალაქეების დაცვისთვის, არ უნდა იწვევდეს დამატებით კამათს თუ არა პოლიტიკური მოტივები, რასაც სამწუხაროდ ვხედავ, მაგრამ იმედი მაქვს, რამდენადაც ამ საკითხის გადაწყვეტის ბერკეტები პარლამენტს აქვს, ჩვენ ამაზე ძალიან საფუძვლიანად ვიმუშავებთ საზოგადოებასთან ერთად და მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომ მსგავსი რამ ჩვენს ქვეყანაში მსგავსი რამ აღარ განმეორდეს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2 თებერვალს განცხადება გააკეთასაპარლამენტო უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივაზე, ე.წ. გირგვლიანის შესწორებებზე და აღნიშნა, რომ მართლმსაჯულება არ უნდა იყოს იმ ადამიანების ხელში, ვინც ახორციელებდა პოლიტიკური ნიშნით დევნას წინა ხელისუფლების დროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები