ირაკლი მექვაბიშვილი: წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახური 102 აუდიტორულ შემოწმებას გეგმავს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი მექვაბიშვილი აცხადებს, რომ წელს 102 აუდიტორული შემოწმება იგეგმება.
როგორც გენერალური აუდიტი განმარტავს, წელს აუდიტის სამსახურს აქვს ძალიან აქტიური სამუშაო გეგმა.
“დაგეგმილია 102 აუდიტორული შემოწმება. აქედან გამოვყოფ იმას, რომ ფინანსური აუდიტის ნაწილში გვაქვს 25 აუდიტის დასკვნა, რომლის შედეგად ჩვენ შევძლებთ ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი 5%-ით გავზარდოთ, ანუ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 86%- ს მოვიცავთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. გვაქვს სიახლე შესაბამისობის კუთხით დაგეგმილი. მთლიანად საჯარო სექტორში შევისწავლით შესყიდვების საკითხს ე.წ. ჰორიზონტალური აუდიტი იქნება და ასევე ავტოპარკის აუდიტს გავაკეთებთ. ასევე შესაბამისობის კუთხით არის 58 აუდიტი და განსაკუთარებით მინდა აღვნიშნო ეფექტიანობის აუდიტის მიმართულება, დაგეგმილია 19 აუდიტი და წინა წელთან შედარებით, პრაქტიკულად ამ ციფრს ვაორმაგებთ. ამგვარად გეგმა არის ძალიან აქტიური, დატვირთული, ვადებში გაწერილი. ფინანსურ ნაწილში ყველა დასკვნა დამტკიცდება მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში და ჩვენ აქ აქცენტს გავაკეთებთ 2017 წელზე, როგორც ფინანსურ, ასევე ეფექტიანობის ნაწილში”, – განაცხადა მექვაბიშვილმა.
რაც შეეხება მერიას, მისი თქმით, მერიასთან დაკავშირებით არის ძალიან აქტიური პროგრამა, კერძოდ, დაგეგმილია 7 აუდიტი როგორც ფინანსურ ნაწილში, ასევე ეფექტიანობის და შესაბამისობის კუთხით და ეს ყველაფერი 2017 წელს მოიცავს.
“მერიის ნაწილში 2 აუდიტი მიმდინარეობს, დანარჩენი 5 თემატიკა მზადდება და დაიწყება უახლოეს თვეებში”, – განაცხადა მექვაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები