ირაკლი მექვაბიშვილი: აუდიტის ანგარიშში ასახული ნაკლოვანებები საზოგადოებრივი მაუწყებლის 2015-2016 წლებს ეხება

„დარღვევები, რომლებიც აუდიტის სამსახურის ანგარიშშია ასახული, საზოგადოებრივი მაუწყებლის 2015-2016 წლებს ეხება“ – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი მექვაბიშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში, ნდობის ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, აუდიტის დასკვნაში გაცემულია რეკომენდაციები და აუდიტის სამსახური მენეჯმენტისგან ამ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას ელოდება.
„აქვე მინდა ვთქვა, რომ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, მზად ვართ ჩავერთოთ ამ პროცესში და გარკვეული კონსულტაციები გავუწიოთ, თუ როგორ ვფიქრობთ და როგორ არის შესაძლებელი იმ დროს არსებული ნაკლოვანებების გამოსწორება”, – განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური საქმიანობის 2015-2016 წლების აუდიტის ანგარიში.
ანგარიში 2015 წლის 1-ელი იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე დასრულებულ საანგარიშო პერიოდს მოიცავს.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2015-2016 წლებში საზოგადოებრივ მაუწყებელში საბიუჯეტო პროცესების მართვა ხარვეზებით ხორციელდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები